03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
თერჯოლის გამგებელს მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ

თერჯოლის გამგებელს მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს როსტომ გავაშელაშვილი.

ადგილორივები მცხოვრები აცხადებს, რომ გამგეობაში ის თემურ ჯაფარიძისთვის დანაპირების შესრულების შესახნეებლად მივიდა - საუბარია გავაშელაშვილის დასაქმებაზე. გავრცელებული ინფომრაციით, გამგებლის კაბინეტში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც ოთახში გამგეობის თანამშრომმლებიც შეიჭნენ.

როტომ გავაშელაშვილის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მან დუმილის უფლება გამოიყენა და სამართალდამცველებს ჩვენება არ მისცა.

როტომ გავაშელაშვილი ამტკიცებს, რომ ის ქართული ოცნების წევრია და რეაგირებისთვის პრემიერს მიმართავს. გამგებელი კი ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილი ბურჯანაძე-დემკრტების წევრია და ის მის კაბინეტში ნასვამი შევარდა.

დღის ამბები