03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
ხელისუფლებამ მარნეულში ოპოზიციის აქცია ჩაშალა

ხმაური იყო მარნეულში სოფელ ულაშლოში. ადგილობრივმა გამგეობამ ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცა. 

მაშინ როცა მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, შეკრების ადგილზე გამგეობის თანამშრომლები და მმართველი კოალიციის მხარდამჭერები გამოჩნდნენ და მათ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამგეობის თანამშრომლებმა ნაციონალური მოძრაობის წევრი აჰმედ იმამკულიევი პროვოკაციაში დაადანაშაულეს. 

თავად აჰმედ იმამკულიევის თქმით, ის ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში არსებული პრობლემების მოსასმენად დაიბარა. 

მისივე მტკიცებით, სოფელში სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული საძოვრები და საწყობი არაკანონიერადაა გასხვისებული.

ადგილობრივები კი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საძოვარზე საქონელი ვერ გაყავთ. 

"ყველა აქ შეკრებილ მოქალაქეს ერთი პრობლემა აქვს, არ არსებობს ტერიტორია სადაც შესაძლებელი იქნება თივის შენახვა. საქონელი ვერ გაგვყავს საძოვარზე.  გვინდა, რომ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. მთელი სოფლის მიწები სამ კაცზეა გაფორმებული,"- აცხადებს აქციის მონაწილე. 

დღის ამბები