03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა ჯავახეთის ქუჩაზე გრძელდება

ადგილი, სადაც ორ პოლიციელს ესროლეს ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ შემოსაზღვრული.  

სამართალდამცველები გარემოებების დადგენას ცდილობენ და მოსახლეობას კითხავენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა თითოეული საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტი დაათვალიერეს, თუმცა ეჭვმიტანილის კვალს ვერ მიაკვლიეს. 

სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჯავახეთის ქუჩა უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიცია აგრძელებს მუშაობას. 

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან მათთან შედიან სამართალდამცავები ამოწმებენ ყველა ოთახს და სათავსოებს.

"შემოვიდნენ მითხრეს, რომ ხელები ამეწია. დაათვალიერეს ყველა ოთახი, ავეჯი, შემდეგ ბოდიში მომიხადეს და მეზობელთან გააგრძელეს ძებნა. ამობდნენ ადამიანს ვეძებთო, რომელიც იმალებაო,"- განაცხადა ჯავახეთის ქუჩაზე მცხოვრებმა ალექსანდრე აბოვიანმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები