03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
უწმინდესმა და უნეტარესმა მოსახლეობას ბზობის დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კი უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მადლზე ისაუბრა.

"როცა უფალი იესო ქრისტე შედიოდა იერუსალიმში  მთელი მოსახლეობა ელოდა იმას, რომ უფალი ქრისტე დაჯდებოდა ტახტზე დავითისასა. მიწიერ მეფეს ელოდნენ ისინი, მაგრამ იესო ქრისტე ტიროდა, რადგან ცვალებადია ადამიანი. ხალხი ღაღადებდა და ამბობდა "კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს, ჯვარს აცვი იესო. ასეთი ცვალებადია ადამიანი, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი – ყოველი კაცი ცრუ არს და აი ჩვენ შევთხოვთ უფალს, ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ სიხარულის შემდეგ მართალია, ჯვარცმა მოდის, თუმცა ჯვარცმის შემდეგ აღდგომა და ამაღლება მოდის,"- აღნიშნა პატრიარქმა. 

დღესვე სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, რომ მარხულთათვის ხარების დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება. 

 

დღის ამბები