03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის გზაზე - არიან დაშავებულები [ფოტო]

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილის დამაკავშირებელ გზაზე. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა. 

შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით დაშავდა პირი, რომელიც მოტოციკლეტს მართავდა. 

დაზიანებულია როგორც ავტომობილი ასევე მოტოციკლიც. 

რამ გამოიწვია შეჯახება ამ დროისთვის დაუდგენელია.  უცნობია ისიც, თუ როგორია დაშავებულის მდგომარეობა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და საწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ფოტოები მოპოვებულია სოციალური ქსელიდან. 

დღის ამბები