03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
"ნიკა VS კლასი" - 11 წლის ბავშვის ჩანაწერი თვითმკვლელობამდე

"ნიკა VS კლასი" ეს ჩანაწერი იმ სასკოლო მერხზეა დატოვებული სადაც 11 წლის მოზარდი 5 წლის განმავლობაში იჯდა. 

არსებული ინფორმაციით 11 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა კლასში მისდამი დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა. ბოლო კონფლიქტი კი კლასელის მიერ ნათქვამმა ფრაზამ "აყვანილი ხარ" გამოიწვია.  

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მოზარდი სკოლიდან ადრე დაბრუნდა სახლში გაბრაზებული მივიდა შემდგეგ კი გაუჩინარდა.

ძებნის შემდეგ კი 11 წლის ბავშვი ძმამ და ბებიამ სახლის მიმდებარე სათავსოში იპოვეს. ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო. 

ოჯახი მომხდარში მასწავლებელს და დირექტორს ადანაშაულებს, მათ მიაჩნიათ, რომ სკოლიდან ბავშვი ადრე არ უნდა გამოეშვათ ისე, რომ ოჯახისთვის არ შეეტყობინებინათ და არ გაეგებინებინათ, რომ ბავშვს კლასში კონფლიქტი მოუვიდა. დირექტორიც და მასწავლებელიც დღეს ამბობენ, რომ მათ შეეშალათ და გადაწყვეტილებას ნანობენ. 

გარდაცვლილი ბავშვის დედა ამბობს, რომ მის შვილს მასწავლებლები და მოსწავლეები ხშირად ჩაგრავდნენ თუმცა მოზარდი ამას ხშირად სახლში ვერ ამბობდა. 

გაარდაცვლილის ოჯახში ყვებიან, რომ ერთხელ ბავშვი მასწავლებელმა სცემა და დააშინა, თუ სახლში ფაქტს მოყვებოდა კლასში ჩატოვებდა. 

საკლასო ოთახი სადაც 11 წლის ბავშვი სწავლობდა უკვე ერთი კვირაა დაკეტილია. მერხზე წითელი მარკერით გაკეთებული წარწერა კი ამ დრომე კარგად იკითხება "ნიკა VS კლ"

 

ავტორი - გიორგი გვიშიანი

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები