03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
სირიაში საომრად წასული ქართველები-2 მოზარდის შესახებ ისევ არაფერია ცნობილი

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის ბებია შარიათ წინწალაშვილი დაუფარავად ყვება, რომ მისი შვილიშვილი ბოლო დროს სკოლას აცდენდა, მეჩეთში დადიოდა და სავარაუდოდ ვაჰაბიტებთნ ჰქონდა ურთიერთობა.

სავარაუდოდ საომრად გაპარული 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის დედა თინა ალხანაშვილი კი იხსენებს, რომ მისი შვილი ბოლო დროს უცნაურად იყო დაინტერესებული სირიის მოვლენებით.

საომრად წასული 23 წლის ჯამბულატ მარგოშვილი დედას მას შემდეგ რაც ტელეფონით უცნაური აფეთქების ხმა გაიგო უფროსი ვაჟისგან აღარაფერი სმენია. რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბის გამო კი უმცროსი ვაჟის ბედიც აფიქრებს.
23 წლის ჯამბულატის სირიაში წასვლამ ოჯახს სხვა პრობლემებიც დაუმატა. თინა ბორჩაშვილს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ომალოს სკოლის დირექტორი ბელა გუნაშაშვილი ყვება რომ ბავშვებისთვის არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია. მისი აზრით მოსწავლეები არც განსაკუთრებულად მორწმუნეები იყვნენ.

პანკისელები ყვებიან რომ სირიიდან უკვე თერთმეტი ბიჭის ცხედარი ჩამოასვენეს. საომრად რამდენია წასული ზუსტად არავინ იცის.

ავტორი:პაატა იაკობაშვილი

დღის ამბები