03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”-ცნობილი ეკრანიზაცია პირველად სცენაზე

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ცნობილი ეკრანიზაცია გაცოცხლდა. ბილი უაილდერის პიესა ”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” სცენაზე პირველად გათამაშდა და პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. ქუთაისის სცენაზე ჯაზს ახლა ქალიშვილებთან ერთად მამაკაცებიც ასრულებენ. ფილმისა და სასცენო ვერსიის სცენარი თან გავს და განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამერიკული კინოს კლასიკად ქცეული ჰოლივუდური კომედია ეკრანზე 1959 წელს გამოვიდა. 3 მილიონამდე ბიუჯეტის მქონე ეკრანიზაციამ 25 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ნახევარი საუკუნის წინ გაჩენილი კინო გმირები დაფნა, ჟოზეფინა და ფისო ლეგენდარული ფილმის კადრებიდან დღემდე ცოცხლობენ. ქუთაისის სცენა მსოფლიოში პირველია, სადაც ქალიშვილებთან ერთად ჯაზს ქალად გადაცმული მამაკაცებიც ასრულებენ.

ავტორები:თაკო მესხი, ლევან თეთვაძე

დღის ამბები