03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ვარკეთილში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ამ დრომდე მძიმეა ვარკეთილში დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა. ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მართვით სუნთქვაზეა მიერთებული. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს.

პაციენტს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ვალერიან გრძელიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მოინახულეს.

დღის ამბები