03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
მოკლულ პოლიციელს ხუთშაბათს დაკრძალავენ

გვიანობამდე უსამძიმრებდნენ მოკლული პოლიციელის ოჯახს ახლობლები და მეგობრები. ბექა მარგიშვილს ხუთშაბათს დაკრძალავენ. ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 28 წლის იყო.

ის შაბათ საღამოს ვარკეთილის მეტროსთან ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. მან თავის მეწყვილესთან ვალერიან გრძელიშვილთან ერთად გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერა. აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დღის ამბები