03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის ჯარჯი კახიაშვილი? - მისი ცხედარი სასაფლაოზე იპოვეს

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ახმეტის სასაფლაოზე იპოვეს. გარდაცვლილი 26 წლის ჯარჯი კახიაშვილია. ის მესაფლავეებმა ნახეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე უკვე პოლიცია მივიდა.

მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ნათესავები ეჭვობენ, რომ ის მოკლულია.

ახლობლების თქმით, მას მეზობელ სოფელში ახალგაზრდა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და არ გამორიცხავენ, რომ მომხდარში მისი ახლობლები იყვნენ გარეული.

ჯარჯი კახიაშვილი ციხიდან ერთი წლის წინ გამოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

დღის ამბები