03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
X Factor-ი იწყება - რას ნახავთ დღეს 22:00 საათზე?

დღეს რუსთავი 2"- ზე  X Factor-ი იწყება. პირველი გადაცემა 22:00 საათზე დაიწყება. 

ჟიურის წევრები ანრი ჯოხაძე, სოფო ნიჟარაძე გიორგი გაბუნია და თამთა გოდუაძე კონკურსანტებს მოუსმენენ და არჩევანს გააკეთებენ. 

მეგაშოუში თქვენ ბევრი საინტერესო და ემოციური მომენტი გელოდებათ. გაიცნობთ გოგოს რომელმაც სცენაზე ცეცხლი დაანთო, ასევე ადამიანს რომელმაც ჟიურის წევრები აატირა და ფეხზე ააყენა. ასევე ნახავთ კონკურსანტებს რომლებიც ჟიურის წევრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. 

X Factor - ში ასევე გაეცნობით ანრი ჯოხაძის სიტყვების ლექსიკონს. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პოპულარული მუსიკალური შოუ X Factor-ის ქართული ანალოგი "რუსთავი 2"-ზე 2013 წლის 14 აპრილს გავიდა.

პირველი სეზონის ჟიურის წევრები იყვნენ: მუსიკალური პროდიუსერი - სტეფანე მღებრიშვილი, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი პოპ ვარსკვლავი - თამთა გოდუაძე, მომღერალი და მუსიკოსი, ჯგუფ "Eldrine-ს" სოლისტი - სოფო ტოროშელიძე, ტელეწამყვანი - გიორგი გაბუნია. წამყვანები: "რუსთავი 2"-ის პროგრამირების და მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი და ცნობილი მსახიობი ია სუხიტაშვილი.

პირველი სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი  გახდა.

 

დღის ამბები