03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. ექიმების ინფორმაციით ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა თუმცა მკურნალობას ექვემდებარება. 

სამართალდამცავლი ინგოროყვას სახელობის კლინიკიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრშია გადაყვანილი. 

"პაციენტი უკვე გონებაზეა, საუბარი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე არის. ქირურგიული თვალსაზრისით გაუმჯობესება არის. თუ რამე გართულება არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩვენებს," - განაცხადა მკურნალმა ექიმმა გია აზმაიფარაშვილმა.

მისივე განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე.

 

ექიმის განცხადებით ვალერიან გრძელიშვილს ერთი ჭრილობააქვს მიღებული თუმცა ტვყიამ სხეული მნიშვნელოვად დააზიანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები