03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
მარტვილში გამგებელს აქციის მონაწილეები ოთახში შეუვარდნენ

მარტვილის გამგეობასთან დაწყებული აქცია გამგებლის კაბინეტში შეჭრით დასრულდა. აქციის მონაწილეები გამგებლისგან, ალექსანდრე გრიგალავასგან პასუხს ითხოვდნენ - თუ რატომ მოხდა სოფელ  ქვაითის გზის მშენებლობის შეჩერება. 

სოფილის მაცხოვრებლები გამგებელს უპასუხისმგებლობასა და უნიათობაში ადანაშაულობდნენ. ისინი ამბობენ, რომ გზა რომელიც სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს მწყობრიდან არის გამოსული და წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია.

"სასწრაფო სოფელში წვიმის დროს ვერ ჩამოდის, სხვა შემთხვევებში ძალიან დიდი ხანი ჭირდება ჩამოსასვლელად. ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები ჟუნრალისტებთან. 

სოფელ ქვაითის მცხოვრებლების ინფორმაციით, გამგეობამ ტენდერი გზის მშენებლობაზე ფარულად გამოაცხადა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის მშენებლობის სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცა. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები