26 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
ევროპის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო

ევროპის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. უბნები დღეს ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში გაიხსნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში კი კენჭისყრა 26 მაისს ჩატარდება.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ხმების უმრავლესობას ევროპის სახალხო პარტია მოიპოვებს, თუმცა ასევე ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ევროსკეპტიკოსი დეპუტატების რაოდენობაც. ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო ბრიტანეთს, თუმცა ქვეყანამ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დასრულება ვერ მოასწრო. ბრიტანელები 73 დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნების წინასწარი შედეგები კვირას ღამით გახდება ცნობილი.

დღის ამბები