26 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
7 თვის ჩვილის მკვლელობა - ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები რატომ უნდა ყოფილიყო ბრალდებულისთვის პატიმრობა გამოყენებული. შესაბამისად შეუფარდა პატიმრობა და კანონით დადგენილ ვადაში განისაზღვრა წინასასამართლო სხდომა. ბრალდებულმა პროცესზე დააფიქსირა, რომ იყენებს დუმილის უფლებას,“-განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

რაც შეეხება გუშინ, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, პროკურორი აცხადებს, რომ  არასრულწლოვანია დედამ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თუმცა ბრალდებულად ცნობისთანავე მან ისარგებლა დუმილის უფლებით.

პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების შესახებ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატს აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება არ მოუთხოვია. 

„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია არ ჰქონია. დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას დასაცავ პირთან შეთანხმებით. მისთვის ასეა ამ ეტაპზე საჭირო,“-განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

აღნიშნულ საქმეზე 28 ივნისიდან წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

დღის ამბები