03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
"ფაქტიურად მესაზღვრეს გაეპარა,"- შს მინისტრი პანკისელ არასრულწლოვანზე

"მესაზღვრეს ფაქტიურად გაეპარა," - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პანკისიდან თურქეთში გადასული არასრულწლოვანის საკითხს. გასულ კვირას პანკისის ხეობიდან თურქეთში, შემდეგ კი სირიაში ორი ახალგაზრდა გადავიდა. 

"არასწორად მოიქცა მესაზღვრე, რომელსაც გაექცა. მესაზღვრეები უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოიქცნენ. რა თქმა უნდა, მესაზღვრე არასწორად მოიქცა. მივმართეთ უკვე თურქ სამართალდამცავებს, რომ იქნება გადმოგვცენ 18 წლის მოზარდი. მიმდინარეობს სამუშაოები,"- აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხეობიდან სირიაში საომრად კიდევ ორი ახალგაზრდა გაემგზავრა.  მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 18 წლის რამზან ბაღაკაშვილია, მეორე კი 23 წლის ჯამბულატ მარგოშვილია. 

დღეს კი პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს სხდომა გაიმართა. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები