03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტს ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ითხოვს.

ამ მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გიორგი პაპუაშვილს წითელი ბარათი აჩვენეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

მიზეზი საცხოვრებელი სახლია რომელიც წინა ხელისუფლებამ უკანონო ქონების სახით როლანდ ბლადაძეს ჩამოართვა და შემდეგ ეს ფართი გიორგი პაპუაშვილმა შეიძინა. ახლა კი როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პაპუაშვილმა საკუთარი სახლი თავისი ცოლის დის, ეკა ხოფერიას  ყოფილი ქმრის სახელზე გადააფორმა. 

პაპუაშვილის ამ ქმედების გამო უკმაყოფილებას ბინის ყოფილი მფლობელი როლანდ ბლადაძე გამოთქვამს. ის აცხადებს, რომ მას ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. 

 

 

 

 

 

დღის ამბები