03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
უხუცესთა კრება დასრულდა - პანკისელები საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

პანკისში უხუცესთა შეკრება დასრულებულია. შეხვედრის დროს უხუცესები პანკისიდან სირიაში ქართველი ახალგაზრდების წასვლაზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხეობიდან ქართველი ახალგაზრდები გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს ჩუმად თურქეთის გავლით გადაჰყავთ. 

როგორც უხუცესები ამბობენ, ადგილობრივები ვერ ახარხებენ ამ პრობლემის მოგვარებას და დახმარებისთვის მთავრობას პარლამენტსა და შს სამინისტროს მიმართავენ. 

პანკისელების განცხადებით, უნდა მოხდეს საზღვრების კონტროლი რათა ახალგაზრდებმა სირიაში "სხვის" ომში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.

უხუცესებმა შეკრებაზე შეიმუშავეს სპეციალური მიმართვა, რომელსაც ისინი პრემიერმინისტრს, შს მინისტრს და პარლანენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხეობიდან სირიაში საომრად კიდევ ორი ახალგაზრდა გაემგზავრა.  მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 18 წლის რამზან ბაღაკაშვილია, მეორე კი 23 წლის ჯამბულატ მარგოშვილია. 

 

 

 

 

 

ავტორი - დავით ქაშიაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები