26 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
ბოლნისში მატჩის დროს ფეხბურთელებმა იჩხუბეს

სკანდალები ქართულ ფეხბურთში გრძელდება - ამჯერად ფეხბურთელებმა ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბოლნისში ადგილობრივი "სიონის" და რუსთავის კლუბის მატჩის დროს იჩხუბეს.

არეულობა მოედანზე მე-60 წუთზე დაიწყო და მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მთავარი არბიტრი იძულებული გახდა მოედნიდან 4 ფეხბურთელი გაეძევებინა.

დაახლოებით, 5-წუთიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდებმა თამაში 9-9 ფეხბურთელით გააგრძელეს. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა.

დღის ამბები