16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"რუსთავი2"-მა აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაციის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა განსაზღვრა

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 29 ივნისს შედგება. რუსთავი2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ინტერესების დამცველს არხის გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 2015 წელს მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ამ დოკუმენტებს გასცნობოდნენ.

მისი თქმით, 2019 წელს კი, როდესაც მისმა წარმომადგენელმა რუსთავი2-ს ამ დოკუმენტების მოთხოვნით მიმართა, რისთვისაც 5-დღიანი ვადა იყო განსაზღვრული, ამის შესაძლებლობა მაშინაც ჰქონდათ. სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ნინო ნიჟარაძის მხარეს აქვს სრული თანხმობა, რომ გაეცნონ რუსთავი2-ის ფინანსურ დოკუმენტებს. თუმცა, ნიკა გვარამიას განმარტებით, კომპანიის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დოკუმენტების გაცნობა მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი.  

ამასთან ერთად, მენეჯმენტი და პარტნიორები ეთანხმებიან იმ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ნინო ნიჟარაძე აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაციას ითხოვს. ერთთვიანი ვადა განისაზღვრა იმისთვის, რომ შესაბამისი აუდიტორული კომპანია იქნას მოძებნილი.

„მხარეებს ვთავაზობ, რომ ავიღოთ ერთთვიანი ვადა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე. საბოლოო გადაწყვეტილებაში ვგულისხმობ, ვის მივმართოთ, ვინ რას გვიპასუხებს, წინარე სტადია მოვამზადოთ ერთთვიან ვადაში. გთხოვთ საწარმოს სახელით, რომ მოგვცეთ ერთთვიანი ვადა, შემდეგ კიდევ შევიკრიბოთ., გადავწყვიტოთ, საკითხი როგორ გაგრძელდება, მივმართავთ-არმივმართავთ, თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, სასამართლო დავა წარმართოთ თუ არა,“ - აღნიშნა გვარამიამ.

 

პარტნიორთა კრების სრული ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე

 

დღის ამბები