03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
მრგვალი მაგიდა საქართველოში მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გასაძლიერებლად

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის - საქართველოში მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერების ფარგლებში.

პროექტის მიზანი, ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერების ხელშეწყობა და მამხილებელთა დაცვის უზრუნველყოფაა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათავრობის წევრებს პროექტის შედეგები გააცნეს.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას განცხადებით, ინფორმაციის მიწოდება საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგების ჩატარებით დაიწყო.

„ტრეინინგების ჩატარებისათვის საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, გადამზადდა 12 ექსპერტი, ისინი განახორციელებენ შემდგომ ნაბიჯებს თოთოეულ საჯარო უწყებაში, მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ტრეინინგების ჩატარებას და ცნობიერების ამაღლებას,“ - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

პროექტს საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროექტისა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

დღის ამბები