03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ადვოკატი ზვიად კორძაძი მამუკა ხაზარაძისა და შალვა აბულაძის ურთიერთობას უარყოფს

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილ შალვა აბულაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კომპანია "ბორჯომს" უკავშირებს.

ჩუბინიძის თქმით, ბოლო ინტერვიუში, რომელიც მას აბულაძემ მისცა, ბრალდებულმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სხავდასხვა პირების მეშვეობით ახორციელებდა მასზე ზეწოლას. ეს ზეწოლა კი უკავშირდებოდა შარშან 19 ოქტომბერს ქალაქ ბორჯომში, კომპანია ბორჯომის წინააღმდეგ გამართულ აქციას.

„ხელს ადებდა მამუკა ხაზარაძეს, თიბისი ბანდის მეთაურს, რომ ის და მისი „ამფსონები“ გეგმავდნენ მის წინააღმდეგ პროვოკაციას და მან თხოვა გაზეთის საშუალებით მამუკა ხაზარაძეს, რომ ნუ მოახდენდა მის პროვოცირებას და ნუ დააბრუნებდა კრიმინალურ წარსულში,“ - აცხადებს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე.

ამ ბრალდებებს დღეს კომპანიაში უპასუხეს.

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ უარყო მამუკა ხაზარაძის და შალვა აბულაძის ურთიერთობა რაიმე ფორმით.

„ჩემთვის გაუგებარია, საიდან დაიბადა ეს ინფორმაცია და საიდან ავრცელებს, რომ, თითქოს, მამუკა ხაზარაძე იცნობდა შალვა აბულაძეს, ან რაიმე სახის ზეწოლას ახორციელებდა, ან რაიმე შეეხება ქონდა. ეს ესე არ არის,“ - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები