03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
რა სისტემით გაანაწილებს ჰონორარებს საავტორო უფლებათა ასოციაცია?

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ დღეს ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომიჯნავე უფლებების დარეგულირებას გულისხმობს.

პროექტი ითვალისწინებს ქართველი შემსრულებლებისთვის მათი კუთვნილი ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების სისტემის უკეთ გაცნობას. დღეიდან, ასოციაციის მიერ შესრულების გამოყენებაზე გაიცემა ნებართვა და შეგროვებული ჰონორარი შემსრულებლებსაც გაუნაწილდებათ.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რეგულირდებოდა მხოლოდ ავტორთა უფლებები.

„დღეიდან უკვე დაიწყება შემსრულებელთა უფლებების დარეგულირებაც იმიტომ, რომ მათ კანონით ეკუთვნით ჰონორარი და ეს ჰონორარი უზრუნველყოფილი უნდა იქნას სწორედ ჩვენი ასოციაციის მეშვეობით,“ - განაცხადა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

დღის ამბები