03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ძაღლები და მათი პატრონები თბილისის საკრებულოს შენობის პიკეტირებას გეგმავენ

ძაღლები და მათი პატრონები თბილისის საკრებულოს შენობის პიკეტირებას აპირებენ. შენობის პიკეტირება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკრებულო დღეს დაამტკიცებს ახალ რეგულაციებს შინაური ცხოველების შესახებ. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეგულაციები დასახვეწია და საკრებულოს წარმომადგენლები მის დამტკიცებას ჩუმად და განხილვების გარეშე აპირებენ. 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საკრებულოს წევრებს არ დააამტკიცონ კანონის წარდგენილი რედაქცია. 

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ: 

• პროექტის მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას;
• არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია);
• მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; 
• არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; 
• ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას;
• ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია;
• არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე;
• დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები;
• ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის;
• არ არსებობს ძაღლების სასაფლაო და კრემატორიუმი;
• პატრონიანი ძაღლების გასტერილების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ მეტისებზე; 
• ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია;
• ჩიპირება GPS მონიტორინგის გარეშე არაეფექტურია.

აქციის მონაწილეებმა უკვე გაავრცელეს ის შესწორებები რაც, მათ აზრით, რეგულაციების პროექტში უნდა აისახოს. 

 აიკრძალოს ცხოველების ქუჩაში მოკვდინება;.
• კატეგორიულად მოვითხოვთ ბირკიანი მიუსაფარი ძაღლების დაცვას დაჭერისა და თავშესაფარში გადაყვანისგან. ისინი დაცული უნდა იყვნენ კანონით;
• სააგენტოს ბიუჯეტიდან უფრო დიდი თანხები გამოიყოს ცხოველების მოვლა-პატრონობასა და სათანადო სანიტარული პირობების უზრუნველყოფაზე;
• თავშესაფრიდან გასული ყველა ძაღლი უსასყიდლოდ იყოს გასტერილებული სააგენტოს მიერ;
• ყველა გასტერილებული/კასტრირებული ძაღლი დაბრუნდეს ბინადრობის პირვენდელ ტერიტორიაზე; 
• ზუსტად განისაზღვროს აგრესიის ტესტი;
• ზუსტად განისაზღვოს უპატრონო ცხოველების რაოდენობის დათვლისა და ,„ზედმეტი ცხოველების“ გამოვლენის მეთოდიკა; 
• ზუსტად განისაზღვროს, რა შემთხვევაშია დასაშვები შპრიცსასროლი იარაღის გამოყენება;
• ფასიანი რეგისტრაციის დაწესების შემთხვევაში დაზუსტდეს, რაში დაიხარჯება ეს ფული;
• პასუხისმგებლობა დაკბენაზე ეკისრებოდეს პატრონს და არა ძაღლს;
• ჩატარდეს ახსნა-განმარტებითი ღონისძიებები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ასევე ცხოველებისა და მათი პატრონების მიმართ ტოლერანტობის გაზრდის მიზნით;
• სააგენტოს ფუნქციონირება აწყობილი იქნას ისე, რომ არ იყოს საჭირო პირადი ნაცნობობა, შეხვედრები და ნეპოტიზმი.

აქცია შინაური ცხოველების დასაცავად თბილისში 4 აპრილსაც გაიმართა. რუსთაველის მეტროდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე მსვლელობაში მონაწილეობა შინაურმა ცხოველებმა და მათმა მეპატრონეებმა მიიღეს. შეგროვდა ხელმოწერები რომელიც აქციის ორგანიზატორებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში დატოვეს და პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები