03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის მიუხედავად ბიუჯეტში კორექტივები არ შევა

ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის მიუხედავად, ბიუჯეტში კორექტივები არ შევა-ასეთია მთავრობის პოზიცია.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის სეკვესტრის საჭიროებას ვერ ხედავს მმართველი გუნდიც.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მთავრობას ბიუჯეტის სეკვესტრი მაინც მოუწევს. ამის თქმის საფუძველს მათ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება აძლევთ.

ლარის კურსის ვარდნით გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებელი და სურსათზე ფასების მატება სტატისტიკის დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა.

ექსპერტები ამბობენ, რომ სავალუტო კრიზისის გახანგრძლივებაში ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა მცირეა.

ისინი მთავრობის დაგვიანებულ და არასწორ ჩარევაზე მიუთითებენ.

ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს ერთი პუნქტით გაუმჯობესდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი 25 თეთრია.

 ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, მამუკა ჯანაშია, გიორგი ბოჟაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები