03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
რა საერთოა პოლიციელებზე თავდამსხმელ პირსა და დეპუტატ გედევან ფოფხაძეს შორის?

პირველი გახმაურებული კრიმინალური დაპირისპირება, რომელიც შალვა აბულაძის სახელს უკავშირდება, 2005 წელს მოხდა. მაშინ აბულაძემ ბორჯომის ცენტრში, ბავშვობის მეგობარი ვახტანგ შენეგლია ცეცხლასასროლი იარაღით დაჭრა. შენგლია დღეს დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს თუმცა, ამბობს რომ აბულაძემ მას მოულოდნელად ესროლა.

სისხლიანი დაპირიპირების შემდეგ ,შალვა აბულაძე და ვახტანგ შენგელია მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. აბულაძეს გამოძიება ამ ბრალდებასთან ერთად იარაღის უკანონო ტარებასა და მარიხუანას მოხმარებას ედავებოდა.

აბულაძეს სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი დაკავებიდან რამდენიმე წელში შალვა აბულაძემ დის, ადვოკატ სალომე აბულაძის დახმარებით ციხიდან პატიმართა დახამრების ფონდი შექმნა.

შალვა აბულაძის და 2012 წელს ბორჯომის მაჟორიტარის გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდა. 20 წლიანი პატიმრობა კი თავად აბულაძეს ჯერ ამინისტიის კანონით შეუმცირდა, მოგვიანებით კი დაწესებულება უდოს კომისიის გადაწყვტილებით დატოვა, რომლის შემადგენლობაშიც სწორედ გედევან ფოფხაძეც შედიოდა.

დეპუტატი ეჭვმინატილის დასთან თანამშრომლობას არა, თუმცა ნაცნობობას ადასტურებს. შალვა აბულაძემ გლდანის მერვე დაწესებულაბში 8 წელი გაატრა და საპატიმრო 2013 წლის 23 ნომებერს დატოვა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ შალვა აბულაძემ ბორჯომში, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აქციების ორგანიზება დაიწყო. ერთ-ერთი აქცია ბორჯომში 2014 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ის ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბორჯომის წყლის ლიცენზიის გადაცემას ითხოვდა. აბულაძის მიერ გამართულ აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.დღეს საკრებულოს ფრაქცია ”ბურჯანაძე დემოკრატების ” წევრი გია როკეტიშვილი აცხადებს, რომ აბულაძეს პოლიციელები არ მოუკლავს.

სწორედ მამუკა ხაზარაძეს და 19 მარტს გამართულ აქციას უკავშირებს "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ძებნილ შალვა აბულაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. დიტო ჩუბინიძის თქმით,აბულაძემ მას ბორჯომში პოლიციელის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ ხაზარაძე მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

"ასავალ დასავალის" ჟურნალისტი საზოგადოებას რეაგირებას სთხოვდა და აცხადებდა, რომ პოლიცია უდანაშაულო შალვა აბულაძის ლიკვიდაციას გეგმავდა.

საქმე ეხება კიდევ ერთ მკვლელობას, რომელშიც შალვა აბულაძეა ბრალდებული. აბულაძემ გათავისუფლების შემდეგ, 2015 წლის 23 იანვარს პოლიციელებს, გიორგი ბერუაშვილს და გიორგი მახარაშვილს ესროლა. ბერუაშვილი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შალვა აბულაძის დაკავება ამ შემთხვევის შემდეგ პოლიციამ ვერ შეძლო. ძებნილ აბულაძეს, რომელმაც მიმალვისას კიდევ ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა და ერთი მძიმედ დაჭრა, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები