03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
დედაქალაქის ბიუჯეტი 47 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები ხმაურის ფონზე დაამტკიცა. 

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ბიუჯეტი 47 მილიონი ლარით გაიზარდა. თუმცა პროექტში შემცირებულია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება.

წელს სოციალურ პროექტებზე მთავრობა 7 მილიონი ლარით ნაკლებს დახარჯავს. ქალაქის მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები კი მინიმალური რაოდენობით არის შემცირებული.

31 მომხრე და 7 წინააღმდეგი - ოპონირების მიუხედავად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულომ დაამტკიცა. 804 მილიონი ლარიდან თანხის მოცულობა 851 მილიონამდე გაიზარდა.

ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.

ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი მეწარმეობის ხელშეწყობის ფონდისთვის გამოიყოფა, რომლის ხელმძღვანელი ყოფილი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილია.

თბილისის მთავრობამ ცვლილებები ბიუჯეტში მას შემდეგ დაგეგმა, რაც ხელისუფლებამ ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაანონსა.

განხორცილებულ ცვლილბებეთან დაკავშირებით შეკითხვებს დეპუტატები თბილისის მერსაც დაუსვამენ, რომელიც საკრებულოში ოთხშაბათს მივა.

 

ავტორები: ეკო მაღრაძე, ტატო გურგენიძე, ალექსანდრე ჩივაძე, თამარ შალოშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები