03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუ "იქს ფაქტორი" დღეიდან იწყება

ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუ - ახალი სახეების აღმოჩენას დღეიდან იწყებს.

"იქს ფაქტორი" ამჯერადაც საუკეთესოებს ოთხ კატეგორიად ყოფს, გოგონების, ბიჭების, ბავშვების და ბენდების კატეგორიებს 4 ჟიური გადაინაწილებს.

ჟიურის განახლებულ შემადგენლობასთნ ერთად "იქს ფაქტორის" ახალ სეზონზე, "რუსთავი 2"-ის მაყურებელი განსხვავებულ ამპლუაში ნახავს კარგად ნაცნობ სახეებს.

რუსკა მაყაშვილი და გიორგი ყიფშიძე - ლაივ კონცერტების წამყვანები იქნებიან.
მუსიკალურ შოუს მაყურებელი ყოველ ორშაბათს, სამი თვის განმავლობაში მოუსმენს.

 

ავტორები: სალომე ბენაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე

დღის ამბები