03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რეგიონებში შეწყდა

რატომ გაითიშა "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რეგიონებში?  ამ კითხვაზე პასუხის დადგენას ტელეკომპანია თურქულ მხარესთან ცდილობს. 

თურქული სატელიტის სიხშირეზე რომლითაც "რუსთავი 2"-ი მაუწყებლობს ამ დროისთვის ტელეკომპანია GDS-ი მაუწყებლობს. მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. 

ის, რომ რეგიონებში "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა შეწყდა ტელეკომპანიას, რეგიონებიდან მოქალაქეებმა მიაწოდეს. 

ამ დროისთვის "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა შეწყვეტილია- ახმეტაში,  თელავში,  ყვარელში, ხაშურში, ახალციხეში, ფოთში, ოზურგეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ზუგდიდში. 

 

 

მთავარი ფოტო ზუგდიდშია გადაღებული

 

 

 

 

დღის ამბები