03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
შვეიცარიელი ექსპერტები სტიქიური პროცესების ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ

შვეიცარიელი ექსპერტები სტიქიური პროცესების ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ.

ადრეული გაფრთხილების სისტემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს სტიქიურ პროცესებზე რეაგირება რამდენიმე წუთის წინსწრებით მოახერხოს, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება სტიქიური პროცესების ფიქსაცია და განგაშის გამოცხადება.

„კველვა მოიცავს კატასტროფების რისკების ანალიზს. ჩვენ შევიმუშავებთ შესაძლო შემარბილებელ ღონისძიებებს, რომ ხელი შეუწყოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებას,”-განაცხადა ბუნებრივი კატასტროფების კვლევის შვეიცარიული კომპანია „გეოტესტის“ ექსპერტმა.

დღეს სპეციალისტები დაბა ყაზბეგში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიური პროცესების მიმდინარეობის პროცესს მყინვარ დევდორაკზე აკვირდებოდნენ.

დღის ამბები