03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
"რუსთავი 2"-მა რეგიონებში მაუწყებლობის აღდგენა მოახერხა

"რუსთავი 2"-მა რეგიონებში მაუწყებლობის აღდგენა მოახერხა. თუმცა რა გახდა ტელეკომპანიის გათიშვის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. 

ერთ-ერთი ვერსიით რეგიონებში "რუსთავი 2"-ის გათიშვა თურქულ სატელიტზე უნებლიედ არასწორად შეყვანილმა პარამეტრებმა გამოიწვია. 

"რუსთავი 2"-თან ერთად საქართველოს რეგიონებში, რამდენიმე წუთით შეწყდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიც.

ორივე სიგნალზე ტელეკომპანია GDS-ი მაუწყებლობდა.

"რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო- ახმეტაში,  თელავში,  ყვარელში, ხაშურში, ახალციხეში, ფოთში, ოზურგეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავშიც. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები