03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
თეა წულუკიანი პოლიციელებზე თავდასხმის შემთხვევების გახშირების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

იარაღის შესყიდვის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს თეა წულუკიანი - სწორედ არსებულ კანონს მიიჩნევს იუსიტციის მინისტრი ბოლო პერიოდში პოლიციელებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთ მიზეზად.

წულუკიანი აცხადებს, რომ ამ თემაზე კანონპროეტი უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს ერთი წლის წინ გადაუგზავნა, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.

„გუშინ ეს ტრაგედია რომ მოხდა გამიკვირდა. დღემდე პარლამენტში არის ჰაერში გამოკიდებული იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების პროექტი, რომელიც პრემიერის დავალებით ბევრი თვეების წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინე, ამიტომ დროა, რომ იარაღთან დაკავშირებით ის წესები გამკაცრდეს რისი შემოთავაზებაც ჩვენ გავაკეთეთ,“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები