03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ეუთოს წარმომადგენელი ხურვალეთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მან ყურადღება სოფელში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობაზე გაამახვილა. მაიკლ გეორგ ლინკი ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. დაგეგმილია კონსულტაციები თეა წულუკიანთან.

დღის ამბები