03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
"თბილისი მერიოტში" შშმ პირებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება განიხილებოდა ”თბილისი მერიოტში.”

საუბარია ქმედუუნაროდ აღიარების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობაზე.

დისკუსიიაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები, კანონმდებლები, მკვლევარები და სტუდენტები.

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორის გიორგი მშვენიერაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ მიიღო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიღებული გადაწყვეტილებით, უარყოფილ იქნა პირის ქმედუუნაროდ აღიარება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები