03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
კანონმდებლები ე.წ. "შუღლის გაღვივების შესახებ" კანონპროექტის ახალი ვერსიის განხილვასს იწყებენ

ე.წ. ”შუღლის გაღვივივების შესახებ” კანონპროექტის ახალი ვერსიის განხილვასს იწყებენ კანონმდებლები. ეს დღევანდელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მთავარი საკითხი იქნება.

მთავრობის ინიციატივა პარლამენტს 2 თვის წინ გადაეგზავნა.

კანონპროექტის ახალ ვერსიაში ამოღებულია ტერმინი ”შუღლის გაღვივება.”

პროექტის მიხვედით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება მოწოდება და ის 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, თუ მოწოდებას მოყვა მესამე პირთა მხრიდან ისეთი ქმედება, რომელმაც მძიმე შედეგები მოიტანა, ეს კიდევ უფრო მეტად დასჯადი იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები