03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა.
116 წლის გერტრუდა ვივერი არკანზასის შტატის მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

გინესის რეკორდების კომისიამ, ვივერს დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი სტატუსი 5 დღის წინ მიანიჭა, მას შემდეგ რაც იაპონიაში 117 წლის რეკორდსმენი ქალი – მისაო ოკავა გარდაიცვალა. გერტრუდა ვივერის გარდაცვლავების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულის სტატუსი ამერიკელ ქალს – ჯერალეან ტელის მიენიჭა, რომელიც 1899 წელსაა დაბადებული.

დღის ამბები