03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა პოლიციელებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების სამხედრო პირებისთვის გათანაბრებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა პოლიცილებისათვის სოციალური დაცვის გარანტიების სამხედრო პირებითვის გათანაბრებას ითხოვს.

ამ თემაზე ბრიფინგი დღეს პარტიის ოფისში პავლე კუბლაშვილმა გამართა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია სამხედრო მოსამსახურისას გაუთანაბრდეს და 100 ათასი ლარი გახდეს.

„კრიმინალის წინააღმდეგ არის ისეთივე ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის, როგორიც არს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვის. ამიტომ პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიები უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობისთვის,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

დღის ამბები