03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
იმერეთში თხევადი ჟანგბადით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა

გვიან ღამით იმერეთის რეგიონის სოფელ ხუნევთან  თხევადი ჟანგბადით დატვირული ტრაილერი გადაბრუნდა.

ადგილზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ქიმიურ-რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად აფეთქების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო გზის ის მონაკვეთი, სადაც შემთხვევა მოხდა. შესაბამისად შეფერხებული იყო მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. 

მაშველებმა მოსახლეობის ევაკუირება მოახდინეს. ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია.

დღის ამბები