03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
თბილისის მერმა გრიბოედოვის ქუჩაზე ავარიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა გრიბოედოვის ქუჩაზე ავარიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით რეაბილიტაციის ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდება საცხოვრებელი კორპუსი, ასევე მოეწყობა შიდა ეზო.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე 35-ზე მეტ ეზოსა და სახლში მიმდინარეობს ფუნდამენტური და ასევე კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია.

კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. დედაქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის, რომელიც მაისში დასრულდება 600 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები