03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში სოზარ სუბარის მისვლას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში სოზარ სუბარის მისვლას ითხოვს.

მინისტრთან მათ შეკითხვები დევნილების ფართებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით აქვთ.
ნაციონალური მოძრაობის წარმოადმგენლები აცხადებენ, რომ ფართების გადაცემის პროცესი არაკანონიერად მიმდინარეობს. მათი მტკიცებით, განსაზღვრული არ არის შერჩევის კრიტერიუმები.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ დავიბაროთ ბატონი მინისტრი საქართველოს პარლამენტში, რათა მან საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას რომელიც დაგროვდა ამ თემის ირგვლივ,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკატერინე ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, სასურველია სხდომას დაესწრონ ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ პრეტენზიები აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები