03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
უცხო ენებზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ელექტრონულ ბაზაში გაერთიანდება

ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც შეიმქნება ელექტრონული ბაზა.

ბაზაში თავმოყრილი იქნება უცხო ენებზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები და ასევე ინფორმაცია მთარგმნელთა შესახებ.

„სეროზული ეროვნული მნიშვნელობის საქმეა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან ერთხელ და საბოლოოს ჩვენ გვექნება გამართული სისტემა, რომელშიც თავს მოიყრის მთელი ეს კულტურული მემკვიდრეობა,“-განაცხადა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა.

ბაზა სრულყოფილ სახეს მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებს და ის მუდმივად განახლდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები