03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
საყდრისის ბოლო დაუზიანებელი ნაწილი აფეთქებულია - ნაციონალური მოძრაობა

საყდრისის ბოლო დაუზიანებელი ნაწილი აფეთქებულია, - ამ ინფრმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

სერგო რატიანის განცხადებით, აფეთქება დღეს, დაახლოებით 16 საათზე მოხდა.

საპარლამენტო უმცირება ადგილზე ექსპერტების დაუყოვნებლივ ჩასვლას მოითხოვს.

„ეს არის ბარბაროსული აქტი. მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ საყდრისი არის მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს საბადო. ეს არის სირცხვილი ქვეყნისათვის და ამიტომ აუცილებელია, შეიქმნას კომისია და გამოძიებულ იქნას ყველაფერი,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

ნაციონალურ მოძრაობაში გამართულ ბრიფინგს გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

„საკმაოდ კომპეტენტური გეოლოგიური კომისიის დასკვნა არსებობს, რომ იქ ნებისმიერი არქეოლოგიური საქმიანობის გაგრძელება საფრთხის შემცველი არ არის,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები