03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
თავისუფალი ზონის წევრებმა ოკუპაცია ორიგინალური აქციით გააპროტესტეს

ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრებმა გიორგი ანწუხელიძის საფლავზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტრაფარეტი მიიტანეს და ამოტრიალებული დაამაგრეს. 

ტრაფარეტი პრორუსმა სეპარატისტებმა  საოკუპაციო ხაზთან აღმართეს, ხოლო თავისუფალი ზონის ორმა წევრმა, ონისე გერგედავამ და ირაკლი ქანთარიამ, ის მოიპარეს და თბილისში ჩამოიტანეს.

როგორც რუსთავი2-თან საუბრისას აქციის მონაწილემ, ალეკო კვახაძემ განაცხადა, "ამ აქციის მიზანი იყო ოკუპაციის გაპროტესტება და იმის ჩვენება, რომ საქართველო ოკუპაციას არასოდეს შეეგუება".

"სწორედ ამიტომ უკუღმა დავდგით ეს აბრა იმის მაჩვენებლად, რომ ეს არ უნდა არსებობდეს და მივუძღვენით  აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და კონკრეტულად ანწუხელიძეს. ამიტომ მივიტანეთ ეს აბრა გმირების საფლავთან," - ამბობს ალეკო კვახაძე.    

 

 

 

 

დღის ამბები