03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
საყდრისის მაღარო კვლავ ააფეთქეს

მორიგი აფეთქება საყდრისში. ამჯერად RMG GOLD-მა სამუშაოები საბადოს ჯერ კიდევ დაუზიანებელ ნაწილში დაიწყო.

ოპოზიცია ადგილზე არქეოლოგებისა და ექსპერტების ჩასვლას ითხოვს. საყდრისის მცველები კი საგამოძიებო კომისიის შექმნის დაჩქარებას ითხოვენ.

საყდრისში მიმდინარე აფეთქებებთ დაინტერესებას ძალოვან სტრუქტურებს პრეზიდენტის მრჩეველი ურჩევს. კახა კოჟორიძე სასამართლოს იმ გადაწყვეტილებით აპელირებს, რომლის მიხედვითაც სადრისში მიმდინარე სამუშაოები შეჩერებულია.

საყდრისში მიმდინარე უკანონო სამუშაოების დამადასტურებელ დოკუმენტებს საყდრისის მცველები ხვალ პოლიტიკურ პარტიებს წარუდგეგენ. ისინი პარლამეტში საგამოძიებო კომისიის დაკომლექტების დაჩქარებას მოითხოვენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები კატეგორიულდ მიუღებლია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

 

 ავტორი: ნატა მახვილაძე

 

 

დღის ამბები