03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
პრემიერის ცნობილი განცხადების შემდეგ „ქართულმა ფოლადმა“ სააპელაციოში დავა წააგო

კომპანია ქართული ფოლადი მის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირებს. პრემიერმა მხარი საჯაროდ იმ კომპანიას დაუჭირა, რომელმაც ამ განცხადებებიდან რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი მოიგო.

ჯოზეფ ქეისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავა მეტალურგიული ქარხნის აქტივების ირგვლივ წლებია, მიმდინარეობს. ქართული ფოლადის ხელმძღვანელის მტკიცებით, პატარკაციშვილის ოჯახს ამ დავაში გვერდით ხელისუფლება უდგას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინ პრემიერ მინისტრმა მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებას დივერსია უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ნინო გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ამ განაჩენით დაინტერესდება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მტკიცებით, პრემიერის ამ მოწოდებას გავლენა ქარხნისთვის ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილებაზე არ მოუხდენია.

ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესების დამცველები. ქართული ფოლადი კი უზენაეს სასამართლოში ჩივის.

ავტორები: თამთა ობოლაძე, გიორგი ბოჟაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები