03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
მერიის მაღალჩინოსნებს თამაზ ელიზბარაშვილი კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ახალი ბრალდებები მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენი ელიზბარაშვილი დღეს იხსენებს, როგორ მოსთხოვეს გარკვეული ნებართვის მიღების სანაცვლოდ რამდენმე ათასი ლარი.

დავით მედულაშვილი ახლა ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. ის მერიიდან ჯოკია ბოდოკიას სკანდალური დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

ძაღლების თავშესაფარის მფლობელი ამ კორუფციულ გარიგებაში მერიის სხვა მაღალი თანამდებობის პირების კვალსაც ხედავს.  

დღეს ელიზბარაშვილის ბრალდებებისთვის ადრესატებს არ უპასუხიათ.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ ბიზნესმენის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო, არ არის გამორიცხული, ბადაშვილის უწყებაში მერის მოადგილე, გიორგი ხელაია, დაიბარონ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები კი ბიზნესმენ ელიზბარაშვილს მომხდარზე პროკურატურაში განაცხადის შეტანას ურჩევენ.

დაინტერესდება თუ არა თამაზ ელიზბარაშვილის განცხადების შემდეგ პროკრატურა, ჯერ უცნობია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო უწყებამ საქმე აღძრა, ბრალდებებზე პასუხის გაცემა მერის მოადგილეს, გიორგი ხელაიას და ზედამხედველობის სამსახურის იმ თანამშრომლებსაც მოუწევთ, ვინც ბიზმესმენის მიერ ნახსენებ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ფიგურირებენ.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები