03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ცხოველებისთვის თბილისში რეგულაციები ამოქმედდა - მოქალაქეები კი სარჩელს ამზადებენ

არასამთავრობოების ნაწილი სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და მოქალაქეები იმ კანონს აპროტესტებენ, რომელიც საკრებულომ მიიღო.

მესამე სექტორის განცხადებით, კანონი ბუნდოვანია და უნდა გაუქმდეს ის მუხლი, რომელიც შესაბამის სამსახურებს ცხოველების ლიკვიდაციის საშუალებას აძლევს.

არსამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ მიღებული წესის შემდეგ თბილისში იგივე პროცესები დაიწყოს, რაც გასულ წელს სოჭში განვითარდა, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უპატრონო ცხოველების მასიური დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო.

ისინი საკრებულოს უმრავლესობას დაჩქარებული გადაწყვეტილლების მიღებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული არ არის.

ოპოზიციისა და არასმთავრობო სექტორის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი რეგიულაცია ძალაში დღეიდან შევიდა.

ცვლილების მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, მოახდინოს შინაური ცხოველების ყოველწლიური რეგისტრაცია - აცრა. ამავდროულად, რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ის ჩიპით, საჭდით და ყელსაბამით. 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები