03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
"აბულაძე არის შეიარაღებული, ყველა ფორმიანი საფრთხეშია, ვინც მას შეხვდება," - კილაძე აბულაძეს მასთან მისვლას სთავაზობს

"აბულაძე არის შეიარაღებული, ყველა ფორმიანი საფრთხეშია, ვინც მას შეხვდება," - ეს გაცნხადება ელისო კილამემ თოქშოუ  არჩევანში საუბრისას გააკეთა. 

ქრონიკა+-ის რედაქტორი აცხადებს, რომ შალვა აბულაძე არის კრიმინალი და ის საფრთხეს შეიცავს. 

კილაძე მიმართავს აბულაძეს და მოუწოდებს, რომ სამართალდამცავებს ჩაბარდეს. ჟუნრალისტი მკვლელობაში ეჭვმიტანილს ასევე სთავაზობს, სურვილის შემთხვევაში მასთან მივიდეს და გაესაუბრობს. 

"თუ აბულაძე თვლის, რომ დამნაშავე არ არის აღარ გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს და თავის უდანაშაულობა სხვა გზით დაამტკიცოს, ის უნდა ჩაბარდეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მისი ლიკვიდაციაც იგეგმება. ვთავაზობ, მოვიდეს ჩემთან. მან კარგად იცის, სად უნდა მნახოს. ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს," - აცხადებს ელისო კილაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები