03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
"ნაციონალების" არ გვეშინოდა და ახლა რისი გვეშინია, ახლა ჩვენი დროა," - ნინო ბურჯანაძის პარტიის წევერი

"ნაციონალების არ გვეშინოდა და ახლა რისი გვეშინია, ახლა ჩვენი დროა," - ნინო ბურჯანაძის პარტიის წევერმა და პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის მეგობარმა, დავით როკეტიშვილმა, გააკეთა. 

თოქშოუ არჩევანში საუბრისას როკეტიშვილი აცხადებს, რომ მის მეგობარს შალვა აბულაძეს უცნობი პირები ციხიდან გამოსვლის შემდეგ ემუქრებოდნენ.

როგორც აბულაძის მეგობარი განმარტავს, შალვა აბულაძემ, საქართველო დატოვა. 

"შალვა იბრძოდა იმისთვის, რომ ბორჯომელებს წყალი ჰქონოდათ. წყალი ხაზარაძემ მთელ ბორჯომს ჩაუკეტა. ამის შემდეგ მოდის ჩემთან შალვა და მეუბნება, რომ მემუქრებიანო. ამბობენ, რომ გამანადგურებენ და პროვოკაციებს მომიწყობენ და საქართველოდან უნდა წავიდეო. მეც შემომთავაზა, რომ წავყოლოდი, რადგან ფიქრობდა, რომ ზეწოლა ჩემზეც განხორციელდებოდა," - აცხადებს დავით როკეტიშვილი. 

დღის ამბები